ინდონეზიაში Boeing 737-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა. – ამის შესახებ ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ავიაკომპანია Sriwijaya Air-ის თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ჯაკარტადან ქალაქ პონტიანაკის მიმართულებით მიფრინავდა დაახლოებით 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.
ამასთან, როგორც გამოცემა წერს, თვითმფრინავი რადარებიდან აფრენიდან 4 წუთის შემდეგ გაქრა.
ასევე, ამავე მედიასაშუალების ცნობით, წუთზე ნაკლებ დროში თვითმფრინავმა 3,000 მ-ის სიმაღლე დაკარგა.