ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ვინ არის ყველაზე ხანდაზმული „კანონიერი ქურდი“, რომელიც 5 იანვარს გარდაიცვალა

ყველაზე ხანდაზმული „კანონიერი ქურდი“ ვანიკ პოღოსიანი, კრიმინალურ წრეებში ცნობილი როგორც „ვანიკი“  5 იანვარს, ერევანში, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. – აღნიშნულ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ე.წ. კანონიერი ქურდის გარდაცვალების მიზეზი ხანდაზმულობა გახდა, თუმცა მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვლილს კორონავირუსი ჰქონდა.

ინფორმაციისთვის, “ვანიკიმ”  ე.წ ქურდული ცხოვრება 23 წლის ასაკიდან დაიწყო. ასაკის მიუხედავად მას საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა კრიმინალური სამყაროს სომხურ კლანზე.

1953 წლიდან 1988 წლამდე ტერ-პოღოსიანი სულ ცხრაჯერ გაასამართლეს, მათ შორის ქურდობის, წინააღმდეგობის გაწევისა და ბანდიტიზმის გამო.

ამასთან, ცნობილია, რომ პოღოსიანი დიდი ხნის განმავლობაში ასტრახანში ცხოვრობდა, რამდენიმე წლის წინ კი ერევანში გადავიდა.

 

იტვირთბა....