საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის განცხადების თანახმად, დეკემბრის თვის კომუნალურ სუბსიდირებაზე უარის თქმის ბოლო ვადა 11 იანვარია.
მათივე ინფორმაციით, მოქალაქეებს, რომლებსაც ეხებათ კომუნალური სუბსიდირება, თუმცა სურთ, არ ისარგებლონ შეღავათებით, უარის დაფიქსირება შეუძლიათ სემეკ-ის ვებგვერდზე .
ამასთან, სემეკის განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული პლატფორმა განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომელთა კომუნალური მოხმარება თვის განმავლობაში, ელექტროენერგიის შემთხვევაში არ აღემატება 200 კვტსთ-ს, ხოლო ბუნებრივი გაზის შემთხვევაში – 200 კუბურ მეტრს.
ასევე, როგორც მარეგულირებელ კომისიაში განმარტავენ, კომუნალურ შეღავათებზე უარის თქმის პლატფორმის შექმნის საფუძველს წარმოადგენს იმ მოქალაქეთა გარკვეული ნაწილის მოთხოვნა, რომლებსაც ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მოხმარების მოცულობებიდან გამომდინარე სუბსიდირება შეეხოთ.