ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა სამართალი

“თეა წულუკიანი სიყალბისა და ფარსის ნაწილი გახდა”

თეა წულუკიანი სიყალბისა და ფარსის ნაწილი გახდა”, – განაცახადა “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი  ალასანიამ გაზეთ “კვირის პალიტრასთან”.

“თეა წულუკიანი ამ პროცესის მონაწილეა… ძალიან სამწუხაროა, რომ ის ამ სიყალბისა და ფარსის ნაწილი გახდა”, – განაცახადა ირაკლი  ალასანიამ.

ალასანია მთავარ პროკურორად ირაკლი შოთაძის დამტკიცების საკითხზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ ის პოლიტიკური დაკვეთის შესრულების სანაცვლოდ დააწინაურეს.
“ერთი წლის წინ ვთქვი, რომ პოლიტიკური დაკვეთების შესრულების სანაცვლოდ შოთაძეს მთავარ პროკურორობას შეჰპირდნენ. მან წარმატებით გააგრძელა ადეიშვილის ტრადიცია, თუმცა დაკვეთების აღსრულებაში მოიკოჭლებენ. დღეს ეს უწყება გაუცხოებულია საზოგადოებასთან, რაშიც ამ ყმაწვილს დიდი წვლილი მიუძღვის.
 

 

იტვირთბა....