საპატრიარქოში საათზე მეტია ეპიდემიოლოგები მუშაობენ, ილია მეორე კი ტესტირების მოლოდინშია.
ხოლო როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე “ტვ პირველთან” საუბრისას აღნიშნავს, საპატრიაქოში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები იმყოფებიან და ვინც დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფები არიან, ლაბორატორიულ ნიმუშებს აუღებენ.
ამასთან, როგორც გამყრელიძე განმარტავს, პროტოკოლის მიხედვით ტესტი უნდა ჩაიტაროს ყველამ ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა.
„ეპიდემიოლოგები მუშაობენ დილიდან საპატრიარქოში. იქ ხდება ეპიდკვლევა და, ასევე, ლაბორატორიული ნიმუშების აღება იმ ადამიანებისგან, ვინც იქ იყვნენ საპატრიარქოში დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტირებული.
პატრიარქთან დაკავშირებით ჩვენი რეკომენდაცია აქვს საპატრიარქოს, რომელზეც მე ღია ეთერში არ ვსაუბრობ. თუ საჭირო იქნა და პროტოკოლი მოითხოვს, რა თქმა უნდა, ჩატარდება”. – ამბობს ამირან გამყრელიძე.
იხ: ვიდეო: