“ის, რომ ამერიკის, თუნდაც უმსგავსი პრეზიდენტი ტვიტერს დაბლოკილი ყავს და პუტინი – არა, ტვიტერის პრობლემაა და არა გამოხატვის თავისუფლების. ტვიტერს აქვს ეგეთი სარედაქციო პოლიტიკა. პუტინი და სხვა დიქტატორები ნაკლებ პრობლემად მიაჩნია.ვიკილიქსიც ხომ გახსოვთ? ამერიკას ამხელდა, ჩინეთს, რუსეთს და ირანს კი არ.”
თამარ ჩერგოლეიშვილი – “ტაბულას” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ჩერგოლეიშვილი აღნიშულით სოციალური ქსელის “ტვიტერის” ადმინისტრაციის იმ განცხადებას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, რომ “ტვიტერმა” ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა.