ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“კომპანია შეცდომას აღიარებს და ახლა გვაბოლებენ!” – რატომ ითვლის თელასი 30 დღის ნაცვლად დანახარჯს 33 დღეზე

სოციალური ქსელის ერთ-ერთი მომხმარებელი საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე წერს, რომ კომპანია “თელასი” 30-ე დღის ნაცვლად, მოქალაქეების მიერ დახარჯულ ელექტროენერგიის ანათვალს 32-ე ან 33-ე დღეს იღებს.

მოქალაქე “ფეისბუქ” პოსტს თან ურთავს, კომპანია “თელასთან” მიმოწერის ამსახველ ფოტოსურათსაც.

„წინასაახალწლო დღეების ელექტრო დანახარჯების ჩვენს ქვითრებში ასახვისთვის გაზრდილი მოხმარების საჩვენებლად ჩვენმა საყვარელმა და მოსახლეობაზე „მზრუნველმა” კომპანია „თელასმა” თაღლითობის სქემა დადგა… (ტარიფის გაზრდას რომ მიაღწიეს ეს არ ეყოთ). გადაწყვიტეს 30 კალენადარული დღის დანახარჯის ნაცვლად ანათვალი აეღოთ 33 დღის… შედეგად, ვინც აქამდე სუბსიდირებაში ხვდებოდა, ახლა ვეღარ მოხვდება, რადგან ასე 200 კვტ.სთ-ს გადასცდებიან…

კომპანია „შეცდომას” აღიარებს (ფოტო 2) და ახლა გვაბოლებენ, რომ საშუალოს გამოვიყვანთო და იმას გავამრავლებთ 30 დღეზეო, რაც ასევე არ არის სამართლიანი, რადგან იქნებ ადამიანმა ბოლო 3 დღე აცხო, აკეთა საახალწლო სუფრა და მეტი მოიხმარა… რაც იანვრის მოხმარებას მიეთვლებიდა და 30 დღეს” – წერს მოქალაქე.

იტვირთბა....