ქუთაისში პიროტექნიკის სროლის შედეგად დაშავებული ქალი გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, ქალი პიროტექნიკით 1 იანვარს დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.