ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საერთო მტერმა, ვირუსის სახით, კონსოლიდაციის მაგივრად კიდევ უფრო გაგვხლიჩა და დაგვყო”- აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი

აშშ-ის ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი ექიმი, ფიზიკოსი და ინფექციონისტი მამუკა მაჩაიძე, აშშ-ში 6 იანვარს განვიტარებულ მოვლენებს ეხმიანება და ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს.

როგორც მამუკა მაჩაიძე ამბობს, ასე სახიფათოდ დაპირისპირებული ამერიკელი ხალხი ალბათ არასდროს ყოფილა.

„ასე სახიფათოდ დაპირისპირებული ამერიკელი ხალხი ალბათ არასდროს ყოფილა. ერთი შეხედვით საერთო მტერმა, ვირუსის სახით, კონსოლიდაციის მაგივრად კიდევ უფრო გაგვხლიჩა და დაგვყო.

ანტივაქსერული მოძრაობაც, ზუსტად, ამ მთავარ იდეას ემსახურება – დაიჯერე ნებისმიერი იგავი, თუ ის დაპირისპირებას შეუწყობს ხელს – ფაქტია, რომ ჩვენზე უკეთ ახერხებენ „ამბის“ ხალხამდე მიტანას.

მინდა იმედი დავიტოვო, რომ ჩემი ქვეყანა და ის ქვეყანა, სადაც ვცხოვრობ და რომელსაც მთელი გულით ვგულშემატკივრობ, მოახერხებს საზოგადოების კონსოლიდაციას…

შობას გილოცავთ!“ – წერს მაჩაიძე.

იტვირთბა....