ახალი ამბები მთავარი სამართალი

არსებული ინფორმაციით, ჩხოროწყუში შვილმა მამა მოკლა

ჩხოროწყუში, სოფელ ლეწურწუმეში მამაკაცი მოკლეს. მომხდარს “მეტრონომს” შსს-ში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი საკუთარმა შვილმა მოკლა.

შვილმა მამას ჭრილობა ცივი იარაღით, გულ-მკერდის არეში მიაყენა, შემდეგ კი თვითმკლელობა სცადა, თუმცა მისი გადარჩენა შეძლეს.

ამ დროისთვის ის მსუბუქი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იტვირთბა....