ინდოეთში, ქალაქ ბჰანდარაში, საავადმყოფოში, ხანძრის შედეგად, სულ მცირე 10 ბავშვი გარდაიცვალა. – აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივა ონლაინ გამოცემა “ANI” ავრცელებს.
როგორც გამოცემა იუწყება, ხანძრის დროს პალატაში 17 ახალშობილი იმყოფებოდა.
მათივე ცნობით, ხანძრის შესახებ საავადმყოფოს ადმინისტრაციას ექთანმა შეატყობინა.
შემთხვევის ადგილზე სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. მაშველებმა 7 ბავშვი გადაარჩინეს, ხოლო ათი ახალშობილის გადარჩენა ვერ მოასწრეს.