“მთავარი არხის ჟურნალისტმა” მაიკო ლომიძემ სოციალური ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს თუ როგორ ყრის ნაგავში რამდენიმე წლის წინ აუქციონზე შეძენილ ნინო ანანიაშვილის პუანტებს.
“რამდენიმე წლის წინ ჩემმა მეგობრებმა საქველმოქმედო აუქციონი მოაწყვეს. ნინო ანანიაშვილს ვთხოვეთ, რაიმე ნივთი შემოეწირა. მართლაც გადმოგვცა თავისი პუანტები, რომელშიც 1998წ უცეკვია.
პუანტებიც, ცხადია, მაგრამ უფრო მეტად ბრწყინვალე კარიერის ასეთი სამარცხვინო დასასრული. რუსეთი ოკუპანტია!ყველა კოლაბორაციონისტი – ნონ გრატა!ხოლო ზოგიერთი – PRIMA NON GRATAE!” – წერს ლომიძე ვიდეოს კომენტირებისას.
იხ. ვიდეო:
აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის მიერ გამოწვეყნებულ ვიდეოს საზოგადოების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვა.
ერთ-ერთ კომენტარში “მთავარი არხის” დირექტორი დასძენს, რომ მაიკო ლომიძე აქამდე ასეთი გაბრაზებული არ უნახავს.
ნიკა გვარამია: გინახავთ ასეთი კინო? ასეთი გულნატკენი და თან გაბრაზებული (რაც სტრიქონებსშორისაც და კადრებს შორისაც იკითხება), მე ჯერ არ მინახიხარ
თამარ ბაღაშვილი: ყველაზე მძიმე განაჩენი ადამიანმა ალბათ მხოლოდ საკუთარ თავს შეიძლება გამოუტანოს. რა სამწუხარო სანახავია, ნაგავში გადაგდებული ბრილიანტი
ნათია გოგსაძე: უმძიმესი განაჩენია მისთვის, ეს რატომ გააკეთა
მანანა მანჯგალაძე: რა ძნელი ყოფილა ამ პოსტის ” დალაიქება”, რა სამწუხაროა, დაჯერებაც მიჭირს.მერე ალბათ იტყვიან საქართველოში ვერ გამიგესო,ჩემმა ხალხმა ზურგი მაქციაო. არადა სულ პირიქით
დავით ერაძე: სიუჟეტივით პოსტია მაიკო… ალალი და გულდაწყვეტილი
შეგახსენებთ, ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა.