ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

“ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ – Twitter-ს სიტყვის თავისუფლებასთან არაფერი აქვს საერთო” – ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალური ქსელის “ტვიტერის” ადამინისტრაციის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

აღსანიშნავია, რომ განცხადების გასავრცელებლად დონალდ ტრამპმა Twitter-ზე აშშ-ის პრეზიდენტის ოფიციალური ანგარიში გამოიყენა. Twitter-ის ადმინისტრაციამ მისი განცხადება მომენტალურად წაშალა.

„დიდი ხნის განმავლობაში ვამბობდი, რომ Twitter-ი თავისუფალი სიტყვის ჩახშობის კუთხით ძალიან შორს წავიდა და დღეს საღამოს, Twitter-ის ადმინისტრაციამ „დემოკრატებთან“ და რადიკალურ მემარცხენეებთან ერთად ჩემი ანგარიში დაბლოკეს, რათა მე და თქვენ, 75 მილიონი ადამიანი, გავეჩუმებინეთ. მე ვამბობდი, რომ ეს მოხდებოდა. ჩვენ სხვა საიტებთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით და მალე დიდ განცხადებას გავაკეთებთ. ამასთანავე, უახლოეს მომავალში საკუთარი პლატფორმის შექმნის შესაძლებლობას ვსწავლობთ. ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ. Twitter-ს სიტყვის თავისუფლებასთან არაფერი აქვს საერთო“, – ნათქვამია დონალდ ტრამპის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  სოციალურმა ქსელმა “ტვიტერმა” დონალდ ტრამპის ანგარიში სამუდამოდ დაბლოკა.

იტვირთბა....