საქართველოს მთავრობის დადგენილებით 16 იანვრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა იგეგმება.
მთავრობის დაგენილების მიხედვით, 16 იანვარიდან 31 იანვარის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა, სავაჭრო ობიექტებისა და ღია და დახურული ბაზრობების მუშაობა (გარდა შაბათ-კვირისა).
შაბათ-კვირას ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები აჩერებენ მუშაობას.
ვინაიდან, 16-17 იანვარი შაბათ-კვირაა, შესაბამისად, ტრანსპორტი მუშაობას ორშაბათიდან, 18 იანვრიდან განაახლებს.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში შეზღუდვები არ ეხება:
ყველა სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, მათ შორის:
1.სახელმწიფო და კერძო სამშენებლო-სარემონტო საქმიანობას;
2. საბანკო და საფინანსო საქმიანობას;
3. სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიების და პრესის ჯიხურების მუშაობას;
4. დელივერსა და გატანის სერვისებს;
5. სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრების მუშაობას;
6. ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისებს;
7. საყოფაცხოვრებო ტექნიკის სარემონტო სერვისებს;
8. აგრარული ბაზრობის მუშაობას
არ იზღუდება მსუბუქი ავტომობილით (მათ შორის – ტაქსით) გადაადგილება.