ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“წამაქციეს, პირი შემიკრეს და კბილები ჩამიმტვრიეს“ – აბაშაში, შობის ღამეს სასტიკად ნაცემი 82 წლის მამაკაცი მედიასთან საუბრობს

ორი შეიარაღებული პირი 81 წლის შახი გუგუშვილის სახლში შობის ღამეს შეიჭრა. მოხუცს პირი აუკრეს, ძირს დააგდეს და 1 საათის განმავლობაში მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ. – ამის შესახებ ინფორმაციას “მთავარი არხი” ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, დამნაშავეებმა იცოდნენ, რომ გუგუშვილმა წინა დღით საქონელი გაყიდა და ფული სახლში ჰქონდა. პენსიონერს 500 ლარი წაართვეს და ადგილიდან მიიმალნენ.

ყაჩაღობა 6 იანვარს სოფელ კეთილარში ღამის 11 დან 12 საათამდე  მოხდა.

ამ დროს 81 წლის კაცი სახლში მარტო იმყოფებოდა. დამნაშავეების სახლიდან გასვლის შემდეგ გარეთ გამოვიდა და მეზობლებს დახმარება სთხოვა. ხმაური არავის გაუგია, არც დამნაშავეები დაუნახავს ვინმეს.

აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, მაგრამ სამართალდამცველებს ჯერ არავინ დაუკავებიათ. თუმცა, ბოლო 24 საათში, სამეგრელოში ეს არ არის ყაჩაღობის ერთადერთი შემთხვევა.

ზუგდიდში, სოფელ რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა ქალს თავს 2 პირი დაესხა და დააყაჩაღა. გოგონა სახლიდან ნაცნობმა მამაკაცმა მანქანით წაიყვანა, გზაში მას თანამზრახველი შეხვდა, ძალადობითა და მუქარით გოგონას ყველაფერი წაართვეს რაც თან ჰქონდა, 8 ათასი ლარის ოქრო და ტელეფონი.

ამ შემთხვევაში სამართალდამცველებმა ჯგუფურად ყაჩაღობის ბრალდებით 2 პირი ზუგდიდში დააკავეს. რაც შეეხება 81 წლის შახი გუგუშვილზე თავდასხმას, პოლიციას ჯერჯერობით დამნაშავეები იდეტიფიცირებული არ ჰყავს.

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....