ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ზუგდიდში ახალგაზრდა ქალი ნაცნობებმა დააყაჩაღეს – შსს

სამართალდამცველებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რიყის მიმდებარედ მომხდარ ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი – 1989 წელს დაბადებული ე.ჯ. დააკავეს. – აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ამასთან, როგორც აღნიშნული უწყება იუწყება, ამავე საქმესთან დაკავშირებით, ასევე, ბრალდებულის სახით დაკავებულია 1983 წელს დაბადებული ე.გ.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ე.გ.-მ თანამზრახველ ე.ჯ.-სთან ერთად დაგეგმა მისი ნაცნობის – 1994 წელს დაბადებული ქალის ყაჩაღობა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ბრალდებულები მომხდარიდან მალევე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავა.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ყაჩაღობის გზით, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ოქროს სამკაულები ამოიღეს”, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე ცნობით, ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იტვირთბა....