ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“როგორი ზნედაცემული უნდა ვიყო, რომ ჩავიდე და რუსეთში მოვილხინო?!” – დეკანოზი ნინო ანალიაშვილზე

დეკანოზი, თამაზ ლომიძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს, რომლითაც ის პრიმაბალერინა, ნინო ანანიაშვილის, რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს ეხმიანება.

როგორც დეკანოზი თავის პოსტში აღნიშნავს, ქართველი ხალხი ერად ვერ ჩამოყალიბდა, რადგან სხვა მოქალაქეების ტკივილს, როგორც საკუთარ ძმის ტკივილს, არ განიცდიან.

“ჩემი ძმა, ჩემი სისხლი და ხორცი, სცემეს ჩვენმა მეზობლებმა, უსამართლოდ შეურაცხყოფა მიაყენეს და დამიჩაგრეს. ბევრნი იყვნენ, ძალა ჰქონდათ და მოერივნენ. შურისძიების წყურვილს და ბოროტების ბოროტებით გადახდის სურვილს არც შემოვუშვებ გულში. ვლოცულობ მათთვისაც. მაგრამ, გუშინ იმავე ხალხმა, იმ ბოროტების ჩამდენმა მეზობლებმა, თავისი ბოროტების გასამართლებლად, უსირცხვილოდ შემომითვალეს: საახალწლო სუფრა გვაქვს და ვიცით, კარგი თამადობა, სიმღერა და მოლხენა იცი, დაივიწყე რაც მოხდა, მოდი, გვესტუმრე და მოილხინეო. გეკითხებით, როგორი ზნედაცემული უნდა ვიყო ახლა მე, რომ ჩემი ნაცემი ჩემი ძმა სახლში მიწევს და მათ სუფრასთან წამოვჯდე და მოვილხინო?!” – წერს დეკანოზი.

შეგახსენებთ, ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა.

იტვირთბა....