ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორია კოვიდინფიცირებული მეუფე იაკობისა და მეუფე იობის მდგომარეობა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი კორონავირუსით ინფიცირებულ მეუფე იაკობსა და მეუფე იობის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.

როგორც რატიანმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, მეუფე იობი კორონავირუსისგან სრულიად გამოჯანმრთელდა, რაც შეეხება მეუფე იაკობს, მისი მდგომარეობა სტაბილურია და კლინიკაში გადის მკურნალობას.

„ორივე მეუფე თავს მხნედ გრძნობს. მეუფე იობი გაეწერა. გუშინ მასთან ერთად ვიყავი წირვაზე, მხნედ ჩაატარა. ჩათვალეთ, რომ კორონავირუსის დაავადება ბოლომდე დაამარცხა.

რაც შეეხება მეუფე იაკობის მდგომარეობას, სტაბილურია. ღმერთის წყალობით გამოჯანმრთელების პირასაა და ხვალ დატოვებს კლინიკას“, – განაცხადა რატიანმა.

ბოდბელ მიტროპოლიტს, მეუფე იაკობს კორონავირუსი 26 დეკემერს, მეუფე იობის კი 20 დეკემერს  დაუდასტურდა,

იტვირთბა....