საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.
საპატრიარქოს ცნობით, თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და ის იზოლაციაში იმყოფება.
“ამჟამად ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს” – აცხადებს საპატრიარქო.
შეგახსენებთ, შორენა თეთრუაშვილს თავდაპირველად კორონავირუსზე ტესტმა დადებითი უჩვენა, განმეორებითი “პისიარ” ტესტის პასუხს კი დღეს ელოდებოდნენ.
ცნობილია, რომ შორენა თეთრუაშვილს პატრიარქთან ბოლო შეხება მის დაბადების დღეზე, 4 იანვარს ჰქონდა.