სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაე 6 იანვარს ვაშინგტონში განითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ ეხმიანება.
სალუქვაძე საქართველოში გაკეთებულ განცხადებებს ეხმიანება, რომლის მიხედვითაც აშშ-ის მოვლენებისა და თბილისში 20 ივნისის მოვლენების პარალელების გავლება მოხდა.
სამხედრო ექსპერტი თავადაც ავ;ებს პარალელებს და ამბობს, რომ საქართველოშიც და აშშ-შიც მომხდარის წაგებული არჩევნების გაპროტესტებაა.
“გუშინ, ვაშინგტონის მოვლენების და თბილისში პარლამენტის შარშანწინდელი შტურმის პარალელების გავლება დაიწყეს. დავამატებ რამდენიმე მოსაზრებას:
1️⃣ კი, შეიძლება პარალელების დანახვა. ჩვენთანაც ასე დაარბევდნენ პარლამენტის კაბინეტებს, შეჭრა რომ მოხერხებულიყო. სხვათაშორის, იგივე მოხდებოდა ცესკო-შიც.
2️⃣ კაპიტოლიუმში შეჭრის ერთ-ერთ მიზნად, დასავლური მედია, ასახელებს არჩეული პრეზიდენტის დელეგიტიმაციას. აქაც შეიძლება პარალელის გავლება. ჩვენთან არჩეული პარლამენტის ბოიკოტირებაც მიზნად მის დელეგიტიმაციას ისახავს. საბაბი იქაც და აქაც წაგებული არჩევნების გაპროტესტებაა.
3️⃣ ამერიკაშიც და ჩვენთანაც, შტურმის მონაწილეები დააკავეს და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა იგეგმება. არჩეული პრეზიდენტი მოქმედს ინსტიტუტებზე შეტევაში ადანაშაულებს. შესაძლოა მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს.
▪️აქაც შეიძლება პარალელის გავლება, ოღონდ სხვადასხვა მიდგომებია. ჩვენთან, შტურმის ორგანიზატორები პოლიტპატიმრებად მონათლეს და პრეზიდენტმა ორი პოლიტიკოსი შეიწყალა, თუმცა არა როგორც პოლიტპატიმრები. ამერიკაში შტურმში მონაწილეებს არ შეიწყალებენ და ვერც გარედან დააძალებს ვინმე.
▪️კაპიტოლიუმის პოლიციის უფროსი გადადგა იმის გამო, რომ შტურმი ვერ აღკვეთა. ჩვენთან ითხოვდნენ გიორგი გახარიას გადადგომას იმის გამო, რომ მან შტურმი აღკვეთა. აქაც პარალელის გავლება შეიძლება, ოღონდ აქაც საპირისპირო მიდგომებია.
▪️კიდევ ერთი პარალელის გავლებაა შესაძლებელი იქაურ და აქაურ პროტესტს შორის. ტრამპი გაემიჯნა მონაწილეებს, ისინი არ იყვნენ ჩემი მომხრეებიო. აქაც გაემიჯნენ პოლიტიკოსები პროტესტანტებს, 2019-ში ნაწილობრივ, 2020-ში ცესკო-სთან სრულად, ცესკო-ს შტურმის მონაწილეები “ჩაგვიდესო”.
⭕ ის დროა დაფიქრდეთ პარლამენტის ბოიკოტირების შეწყვეტაზე. დასავლეთის მხარდაჭერა ამ პროცესს არც აქამდე ჰქონია და აწი მით უმეტეს. თუმცა, თქვენ ხომ ახლა მაკრონის, მერკელის და სახდეპის ლანძღვის ტრენდზე ხართ?! ბაიდენს ვერ უბედავთ კრიტიკას, მაგრამ ლობისტებს რომ გაუგზავნით, “არჩევნები მიგვპარესო”, არა მგონია სწორად გაგიგოთ…”- წერს ამირან სალუქვაძე.