თბილისში ნუცუბიძის პლატოზე მდებარე 13 სართულიანი კორპუსის სახურავიდან 12 წლის მოზარდის გადმოვარდნასთან დაკავშირებით თვითმხილვე;ები დეტალებს ყვებიან.
„შორიდან დავინახე, ნასვამი მეგონა, რომ მივუახლოვდი საშინელება დავინახე. ბავშვი სისხლის გუბეში ეგდო, “- ამბობს ერთ-ერთი მეზობელი “პრაიმტაიმთან.”
ნუცუბიძის პლატოზე მდებარე 13 სართულიანი კორპუსის სახურავიდან 12 წლის მოზარდი გადმოვარდა. მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.