ოდესის აეროპორტში სამდღიანი პროტესტის შემდეგ ქართველი „კანონიერი ქურდი“ მინდია გორაძე, იგივე ლავასოღლი მონტენეგროში გაუშვეს.
შეგახსენებთ, 3 იანვარს, ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი მინდია გორაძე, იგივე “ლავასოღლი” ოდესის აეროპორტში დააკავეს და ამ დრომდე ოდესის პოლიციის განყოფილებაში იმყოფებოდა.
გავცელებული ცნობით, ის უკრაინაში ბელარუსიდან ჩაფრინდა. კონტროლის დროს კი თან პირადობის დამადასტურებელი საბუთები არ აღმოაჩნდა, რის გამოც საზღვარზე შეაჩერეს.
მინდია ლავასოღლი თვითდაზიანებების მიყენებითა და ვენების გადაჭრით იმუქრებოდა და კატეგორიულად მოითხოვდა, ის ოდესაში დაეტოვებინათ. მოთხოვნა და მუქარა რეალურად შეფასდა. ამიტომ, ის თვითმფრინავიდან ჩამოსვეს და ამ დრომდე ის ოდესის პოლიციის განყოფილებაში იყო.