აბაშაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილნარში შეიარაღებული პირები ერთ-ერთი ადგილობრივის საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და დააყაჩაღეს. მომხდარი “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, შეიარაღებულმა ნიღბიანი პირებმა 81 წლის მოხუცი სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა სახლიდან 500 ლარის ოდენობის თანხა წაიღეს.
უწყების ცნობით, ყაჩაღობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.