ოკუპირებულ აფხაზეთში, გაგრაში ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი საცხოვრებელ სახლებს უახლოვდება, რის გამოც მოსახლეობის ევაკუაცია განიხილება. – აღნიშნულ ინფორმაციას გაგრის რაიონის ე.წ. „ადმინისტრაცია“ ავრცელებს.
„ამ ეტაპზე ევაკუაციის აუცილებლობა არ არის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მზად არიან, ხანძარს გაუმკლავდნენ, თუ ის საცხოვრებელ სახლებს მოუახლოვდება“, – აღნიშნეს გაგრის რაიონის ე.წ. „ადმინისტრაციაში“.
Гагра сейчас в огне 🔥Горит лес
Posted by Абхазия LIve on Thursday, January 7, 2021