“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სოციალურ ქსელის საშუალებით ოკუპირებული გაგრის ტერიტორიაზე მიმდინარე ხანძრის შესახებ წერს.
როგორც “მთავარის” დირექტორი თავისივე პოსტში დასძენს, ჩვენი სამშობლოს ყველაზე ლამაზი ნაწილი დაუდგენელი ხანძრებით ნადგურდება და არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება, ახლა მთავარია ხანძარი დროულად ჩავაქროთ.
“ჩვენი სამშობლოს ყველაზე ლამაზი ნაწილი დაუდგენელი ხანძრებით ნადგურდება! გაგრის და ბიჭვინთის ენდემური ტყეები იწვის! ხალხნო, დავეხმაროთ ჩაქრობაში, ვინც გინდა და როგორიც გინდა, ის რეჟიმი ერქვას! ასევე და კოდევ უარესი, აფხაზეთში ჰუმანიტარული კატასტროფაა კოვიდ პანდემიის გამო. საშინელი სიკვდილის კალო ტრიალებს! დავეხმაროთ, ხალხი გადავარჩინოთ! ჩვენი გაგვჭირვებია, მაგრამ მაინც! ხალხი თუ არ გადავარჩინეთ, ალმოდებული ტყეები თუ არ ჩავაქრეთ, დანახშირებული გაგრა გვინდა? ცხედრებით სავსე სასაფლაოები? მთავარია იურისდიქცია აღსდგეს ტერიტორიაზე და ზედ ხალხი იქნება თუ ცხედრები, ტყე იქნება თუ ნახშირი, მნიშვნელობა არ აქვს?! მე კი გამისკდა გული და თქვენი არ ვიცი. გულიც გამისკდა და უღონობაც მაცოფებს,” – წერს გვარამია სოციალურ ქსელში.