ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

Facebook-ი რეფორმას აანონებს – საჯარო გვერდების Like ღილაკი გაქრება

სოციალური ქსელი “ფეისბუქი” ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს, სადაც აანონსებს, რომ Facebook-ი მილიონობით გვერდისთვის მასშტაბურ ცვლილებას გეგმავს.

ოფიციალური განცხადების თანახმად, საჯარო გვერდების მოწონების, ანუ Like ღილაკი გაქრება. ცვლილების შედეგად, გვერდებს “მომწონებლების” ნაცვლად მხოლოდ “Follower”-ები, ანუ “გამომწერები” ეყოლება

“ჩვენ გავაუქმებთ Like-ის ღილაკს და უფრო მეტად ვფოკუსირდებით გამომწერებზე. მომწონებლებისგან განსხვავებით, გამომწერები არიან ისინი, ვინც კონკრეტული გვერდებიდან განახლებებს იღებენ.
ეს ცვლილება საჯარო პირებს მისცემს შესაძლებლობას უფრო მკაფიოდ გამოკვეთონ თუ ვინ არიან მათი გამომწერები და გულშემატკივრები,”- ნათქვამია Facebook-ის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

იტვირთბა....