აშშ-ის სენატორმა ჯინ შაჰინმა ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაბარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მაგალითისთვის 2012 წელს საქართველოში ჩატარებული არჩევნები გაიხსენა.
მისი თქმით, საქართველოს იმ დროინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკშვილმა “ქართულ ოცნებას” ხელისუფლება მშვიოდობიანი გზით გადააბარა.
სენატორი შაჰინი გამოსვლას ,,ამერიკის ხმა” ავრცელებს.
“ის რაც დღეს ხდება, არ არის მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების პრობლემა, ეს ასევე არის ახალგაზრდა დემოკრატიების პრობლემა, მთელს მსოფლიოში. როგორც სენატორმა რომნიმ თქვა, ჩვენ ისინი შეგვცქერიან, როგორც მაგალითს, ჩვენ ვართ ბრწყინვალე ქალაქი ბორცვზე. ჩვენ მათთვის, ვინც ჩაგვრას უმკლავდება, უკეთესი მომავლის იმედი ვართ.
2012 წელს, საქართველოში ჩემს კოლეგასთან, სენატორ რიშთან ერთად ჩავედი, რათა ოფიციალურად, სენატის ეგიდით, დავკვირვებოდით არჩევნებს.
სენატორი რიში და მე, არჩევნების დღეს, უშუალოდ ვიმყოფებოდით რამდენიმე საარჩევნო უბანზე და საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებას დავეთანხმეთ, რომ ეს იყო თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და არჩევნებში გამარჯვებული „ქართული ოცნება“ იყო. არსებობდა რეალური შეშფოთება ქვეყანაში იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილი ძალაუფლების დათმობას არ გეგმავდა. ეს შესაძლოა ძალადობის მიზეზი გამხდარიყო. ეს დაასრულებდა ახალგაზრდა, ახლადჩასახულ დემოკრატიულ რეფორმებს, რომელიც ამ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში ტარდებოდა.
არჩევნების მეორე დღეს, ჩვენ შევხდით პრეზიდენტ სააკაშვილს. ნათლად მახსოვს, მივედით მასთან სახლში, დავსხედით და ვისაუბრეთ იმაზე, რომ დემოკრატიის მთავარი ნიშანი, რისთვისაც პრეზიდენტობის რვა წლის განმავლობაში ბევრს მუშაობდა, ხელისუფლების მშვიდობიანად გადაცემა იქნებოდა მისთვის, ვინც ამომრჩეველმა აირჩია. ამრიგად, პრეზიდენტმა სააკაშვილმა ჩვენ მოგვისმინა და მან მშვიდობიანად დატოვა ხელისუფლება. მნიშვნელოვანია მომავალი თაობა აცნობიერებდეს, რომ ამერიკა, როგორც დემოკრატიები ყველგან, დაფუძნებულია ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემაზე“, – განაცხადა სენატორმა რიშმა.