ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

(ვიდეო) “მასხარას ეძახდნენ წლების განმავლობაში, მაგრამ ეს კლოუნი ბოროტი კლუნი აღმოჩნდა” – ნიკა გვარამიას მონოლოგი

“მთავარი არხის” გენერალურმა, დირექტორმა, ნიკა გვარამიამ დღევანდელი ეთერი აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპსა და ზოგადად ვაშინგტონში მიმდინარე მოვლენებს დაუთმო.

“მეტრონომი” ნიკ გვარამიას მონოლოგს უცვლელად გთავაზობთ.

“ეს არის ნამდვილი ამერიკის შეერთებული შტატები. მაგრამ არის ყალბი ამერიკა… არსებობს ყალბი ამერიკაც! – ეს დონალდ ტრამპია…

მშოფლიო მასხარას ეძახდნენ წლების განმავლობაში, მაგრამ ეს კლოუნი ბოროტი კლუნი აღმოჩნდა. ძალიან საშიში, თუმცა არამგონია ჩვენ ეს არ გვცოდნოდა. ტრამპის ამერიკა არ არსებობს. არსებობს ამერიკა, რომელსაც მართავდა ტრამპი.

ამერიკა რომელსაც ტრამპი მართავდა იყო გამანადგურებელი ჩვენი სამშობლოსთვის. მას მერე რაც იან კელი წავიდა ამ ქვეყნის ელჩობის პოსტიდან ეს ქვეყანა პრაკტიკულად დაიქცა.  ამერიკას არ ჰყოლია წლების განმავლობაშ ელჩი. არადა ძალიან მაგარი ელჩი უნდა ჰყოლოდა. არ ჰყოლია ერთმა ბოროტმა ოლიგარქმა დაიწუნა და მეორე ბოროტმა, ასევე ოლიგარქმა, მაგრამ ჰოი საოცრებამ ამერიკის პრეზიდენტმა ეს გადაყლაპა. არვიცით რის ფასად, არვიცით რატო, მაგრამ ეს ასე მოხდა.

იან კელის წასვლის მერე ამერიკა რომელსაც მართავდა დონალდ ტრამპი ყურადღებას არ გვაქცევდა. პრაკტიკულად არა, ინსტიტუციები მუშაობდნენ, შეიარაღებას გვაწვდიდნენ, არ გვკარგავდნენ ბოლომდე მაგრამ ჩვენს დემოკრატიას საშველს არ აყენებდნენ. განსხვავებით იან კელისგან, რომელმაც “რუსთავი 2” გადაარჩინა, რომელმაც ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინა ციხეს. აი, წავიდა თუ არა “რუსთავი 2” წაიღეს ყველა ოპოზიციონერი დაიჭირეს და მივიღეთ წყალ-წყალა დამოკიდებულება ჩვენს მიმართა. ეს არ არის ტრამპის ამერიკა… იმიტომ, რომ ტრამპის ამერიკა არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ამერიკა, რომელსაც მართავდა ტრამპი და ეს დღეს უკვე წარსულია.

იხ: ვიდეო:

იტვირთბა....