სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, შესაძლოა, კორონავირუსზე ტესტის გაკეთება შესთავაზონ. – ამის შესახებ “ინტერნეტპრესნიუსთან” პატრიარქის პირადმა ექიმმა ცისანა შარტავამ განაცხადა.
ექიმის განმარტებით, პატრიარქს ჯერჯერობით არცერთი PCR ტესტი არ გაუკეთებია.
„შევთავაზებთ მერე, ვნახოთ საქმეები როგორ წავა, ამას სიტუაციის მიხედვით გავაკეთებთ. ჯერ ამას მნიშვნელობა არ აქვს. კვირის განმავლობაში შევთავაზებთ“, – განაცხადა შარტავამ.