“ნინო ანანიაშვილი – გენიალური ქართველი პრიმა-ბალერინაა და ამ მოცემულობას ვერც გრიგოლ ვაშაძის ცოლობა და ვერც ნოვოსიბირსკის დასის ხელმძღვანელობა ვერ დააკნინებს. სამარცხვინოდ, ამ მოვლენის ფონზე, მხოლოდ ის ხალხი გამოიყურება, ვინც ოპონენტის დემონიზების მიზნით ისეთ ფსევდომორალურ შეზღუდვებს აწესებს, რომელსაც მერე თავად ვერ იცავს და ყოველ ჯერზე გაბახებული რჩება.”
ლაშა ნაცვლიშვილი – “ქართული ოცნების” პიარ-ტექნოლოგი
ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
ნაცვლიშვილი აღნიშნულით პრიმაბალერინა, ნინო ანანიაშვილის, რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს ეხმიანება.