ცოტა ხნის წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ კოტიანეთში გარდაცვლილი ახალგაზრდა ნახეს. – ამის შესახებ ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
როგორც გამოცემა წყაროზე დაყრდნობით იუწყება, 32 წლის ავთო გრიგოლია საკუთარ ეზოში მამამ ყელგამოჭრილი იპოვა.
ერთ-ერთი ვერსიით, მამაკაცი მოკლულია. მეზობლების თქმით, მას ყელის არეში ჭრილობა, სავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული. მეორე ვერსიით, ავთო გრიგოლიამ თვითდაზიანება მიიყენა და სიცოცხლე სუიციდით დაასრულა.
გარდაცვლილის მეზობლები ჯერჯერობით ვერ საუბრობენ, თუ რა გახდა მომხდარის მიზეზი და კონკრეტულად, ვინ მიაყენა სასიკვდილო დაზიანებები ახალგაზრდა მამაკაცს.
ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. თუმცა, გამორიცხული არ არის რომ გამოძიების მსვლელობის დროს კვალიფიკაცია შეიცვალოს.