ოზურგეთში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი მოქალაქეებს მანქანის უფასოდ ემსახურება. ინფორმაციას “პრაიმტაიმი” ავრცელებს.
როგორც ირკვევა, აღნიშნული ინიციატივა ერთ-ერთ ადგილობრივ მამაკაცს გაუჩნდა, რომელმაც შვილს სთხოვა, თავისი ინიციატივა სოციალურ ქსელში გაევრცელებინა:
როგორც მიმაღთვაში წერია, კეჭაყმაძე მოქალაქეებს 9-დან, საღამოს 17 საათამდე მოემსახურება.
“მეგობრებო, ვასრულებ მამაჩემის თხოვნას და დიდი სიყვარულით და სიამაყით გაცნობებთ ერთ განცხადებას:
ჩემო მეგობრებო, გილოცავთ შობა-ახალ წელს, შეგიძლიათ, 7 იანვარს ისარგებლოთ ტაქსის უფასო მომსახურებით ოზურგეთში, მგზავრებს დაველოდები საკათედრო ტაძრის წინ, რათა მოვემსახურო დილის 9-დან, საღამოს 17 საათამდე.- ჯ კეჭაყმაძე“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
7 იანვარს მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.