საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის დაინფიცირების შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ გააჩნიათ და ტესტირების პასუხს ელოდებიან.
თუმცა აღსანიშნავია, რომ საპატრიარქოში დღეს შორენა თეთრუაშვილის დაინფიცირებაზე გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ ის თვითიზოლაციაში იმყოფება.
“ცოტა არაზუსტად მოგაწოდეთ ინფორმაცია, როგორც დავაზუსტე, ოფიციალური პასუხი ჯერ არ ყოფილა. ანუ მას ჰქონდა შეხება ადამიანთან, რომელსაც აღმოაჩნდა კორონა და თავად მას აღმოაჩნდა სიმპტომები. ეხლა იზოლაციაშია, ანალიზის პასუხი იქნება ხვალ”, – ამის შესახებ ჯაღმაიზემ “ტაბულასთან” განაცხადა.
ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტს, შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ცნობილია, რომ ორი დღის წინ შორენა თეთრუაშვილს ტესტი გაუკეთდა, რომლის პასუხი დადებითი აღმოჩნდა, დღეს კი განმეორებითი ტესტის პასუხს ელოდებიან.