ვაშინგტონში დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შტურმისას მაყურებლებმა საქართველოს დროშა შენიშნეს. იგი ერთ-ერთ დემონსტრატს ტრამპის დროშასთან ერთად ეჭირა.
ყველა, ვისაც რაიმე კავშირი აქვს საქართველოსთან, გაოცებას ვერ მალავდა, თუ საიდან აღმოჩნდა ჩვენი დროშა შეერთებული შტატების დედაქალაქში.
აღსანიშნავია, რომ ნამდვილ სურათთან ერთად ინტერნეტში უკვე ფეიკებიც ვრცელდება, სადაც შტურმის მონაწილეებს საქართველოს დროშა უჭირავთ.
იხილეთ ფოტო: