ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იბეჭდება და მალე გამოქვეყნდება”- არქიმანდრიტი განმარტავს, რატომ არ წაიკითხეს პატრიარქის ეპისტოლე

არქიმანდრიტი გიორგი გურჩიანი განმარტავს, თუ რატომ არ წაიკითხეს პატრიარქის ტრადიციული საშობაო ეპისტოლე და რატომ არაა ის ამ დრომდე გამოქვეყნებული.

არქიმანდრიტი აცხადებს, რომ ტექნიკური ხარვეზი იყო, საშობაო ეპისტოლე იბეჭდება და მალე გამოქვეყნდება.

საპატრიარქოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ტრადიციული, საშობაო ეპისტოლე ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია.

პატრიარქის საშობაო ეპისტოლე სამების საკათედრო ტაძარში წირვის დროსაც არ წაუკითხავთ. საშობაო ღამისთევის მსახურების დასაწყისში ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა წმ. იოანე ოქროპირის ქადაგება წაიკითხა.

შესაძლოა, ეპისტოლის არგამოქვეყნების მიზეზი, მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილისთვის კოვიდ-19-ის დადასტურება იყოს.

იტვირთბა....