7 იანვარს მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. ქართველი ხალხი კი ხშირად მილოცვის დროს თუ სხვა საუბრისას შობას და აღდგომას ბრწყინვალე დღესასწაულად მოიხსენიებს, თუმცა როგორც ჟურნალისტი ვახო სანაია წერს შობის და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული არ არსებობს.
„ჩემო ოქროებო: შობის ბრწყინვალე დღესასწაული არ არსებობს. არსებობს უბრალოდ შობა. აქ „ბრწყინვალე“ საერთოდ არ უნდა. უფრო მეტიც, არც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული არსებობს. სწორი ფორმაა – ბრწყინვალე აღდგომა, ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა. თუ მაინცდამაინც გვინდა, დღესასწაული ვუწოდოთ, უნდა ვთქვათ ბრწყინალე აღდგომის დღესასწაული ან უბრალოდ აღდგომის დღესასწაული. საქმე ისაა, რომ თავად დღესასწაული კი არაა ბრწყინვალე, არამედ ქრისტეს აღდგომაა ბრწყინვალე“ – წერს ვახო სანაია.