ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბავშვს 11 წლის მამიდაშვილმა ესროლა – “თამაშისას” დატრიალებული ტრაგედიის დეტალები

იმერეთში, საჩხერეში კისტის თოფიდან გასროლით 8 წლის ბავშვი გარდაიცვალა.  ბავშვი საავადმყოში მიყვანამდე გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, თამაშისას გოგოს 11 წლის მამიდაშვილმა სანადირო თოფი ესროლა. გარდაცლილი ბავშვის ოჯახის წევრები ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ ბავშვი შეუძლოდ ეზოში დაცემის შემდეგ გახდა.

გარდაცვლილი გოგოს ოჯახის წევრებმა საჩხერის რაიონული კლინიკის ექიმებს იგივე ვერსია განუცხადეს. თუმცა, ექიმებმა გვამის დათვალიერებისას ნახეს, რომ ტყვია გულის არეში ჰქონდანასროლი. ექმების ვარაუდით, ტყვია კისტის თოფიდანაა გასროლილი.

„გულის არეში ჰქონდა ნასროლი, კანის მთლიანობა დარღვეული იყო. ვივარაუდეთ, რომ, შესაძლებელია “კისტის” ტყვია ყოფილიყო“, – აცხადებენ კლინიკაში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

იტვირთბა....