aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს

aviabiletebi
ავიაბილეთები

7 იანვარს მართლმადიდებელი სამყარო მაცხოვრის შობის დღესასწაულს აღნიშნავს.

საშობაო მსახურებას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია II სამების საკათედრო ტაძარში აღასრულებს.

ბიბლიის მიხედვით, იესო ქრისტე ქალაქ ბეთლემში ერთ პატარა გამოქვაბულში დაიბადა. პირველად მაცხოვრის შობა წარმართ მოგვებზე გაცხადდა.

სწორედ მათ შეამჩნიეს ცაზე აღმოსავლეთის ვარსკვლავი, რომელიც განსაკუთრებულად კაშკაშებდა და მოესმათ ზეციური ხმა: „ოსანა მაღალთა შინა, კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“. ეს იმის ნიშანი იყო, რომ გამოქვაბულში მხსნელი დაიბადა.

მოგვებმა გადაწყვიტეს, რომ მისულიყვნენ ახალშობილ იესოსთან და თაყვანი ეცათ მისთვის. შობის დღეს, მას მიართვეს სამი საჩუქარი: ოქრო, გუნდრუკი და მური. ოქრო როგორც მეფეს, გუნდრუკი როგორც ღმერთს და მური როგორც ადამიანს.

შობის ღამეს ფანჯრებში სანთლები ინთება, რაც მაცხოვრის დაბადების სიმბოლოა. ტრადიციას საფუძველი ილია მეორემ ჩაუყარა.

იტვირთბა....