ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“შობაა, მაგრამ შევცოდავ, ახლა მჯერა, რომ ღმერთი გვსჯის” – დეკანოზი თამაზ ლომიძე ანანიაშვილზე

დეკანოზი, თამაზ ლომიძე პრიმაბალერინა, ნინო ანანიაშვილის  რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს ეხმიანება.

“მეტრონომი” დეკანოძის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

„შობაა, მაგრამ შევცოდავ, ეს რომ არ ვთქვა. ახლა მჯერა, რომ ღმერთი გვსჯის. ნამდვილად გვსჯის და კიდევ უარესად დაგვსჯის იქამდე, სანამ ქართველები ამ ქალბატონის მსგავსად მოიქცევიან. ღმერთიც ვერ უშველის იმ ხალხს, ღირსებაზე ხელი რომ აუღია და მტრის კარზე ცეკვავს. შობა თენდება და მეტს არ ვიტყვი. ღმერთმა გაუნათოს ამათ გონება“, – წერს დეკანოზი.

შეგახსენებთ, ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა.

იტვირთბა....