დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კონგრესის შენობაში შეიჭრნენ. – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
აღნიშნული მედიასაშუალების ინფორმაციით, კაპიტოლიუმის პოლიცია დამატებითი ძალების მობილიზებას ითხოვს.
დემონსტრანტების შეჭრის პარალელურად, აშშ-ის კონგრესში მიმდინარე სხდომა შეჩერდა.
ამასთან, როგორც „სიენენი“ წერს, შენობაში ყველანაირი გადაადგილება შეზღუდულია. სენატორები, თანამშრომლები და ჟურნალისტები გადასაადგილებლად მიწისქვეშა გვირაბებს იყენებენ.