ძლიერი ხანძრის შედეგად ბოლნისის აგრარული ბაზარი დაიწვა. დამწვარია ბაზარში არსებული სავაჭრო ფარდულები. წინასწარი ინფორმაციით ხანძარი ბაზრის ტერიტორიაზე გაჩნდა და ახლომდებარე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს” ოფისზე გადავიდა. ამდროისთვის სახანძრო-სამაშველო სამსახურის მიერ ცეცხლი ლოკალიზებულია. ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.
წყარო-“გაზეთი ბოლნისი“