ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“არ ვფიქრობ რომ ცოლის საქციელისთვის ქმარსაც მოეთხოვება პასუხი, მაგრამ…” – რას წერს მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში

პროდიუსერი და სცენარისტი, მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში პრიმაბალერინა, ნინო ანანიაშვილის, რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნის საკითხს ეხმიანება.

როგორც მშვილდაძე თავისივე პოსტში დასძენს, ის არ ფიქრობს, რომ ცოლის საქციელისთვის ქმარსაც მოეთხოვება პასუხი, მაგრამ მთელი კამპანიების მანძილზე გვერდით ედგა და ამიტომ მოეთხოვება გრიგოლ ვაშაძესაც პასუხი.

“მეტრონომი” მშვილდაძის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“ედითედ: არაფერი აღარ ტეხავს ქვეყანაში? გავპანკდით? არ ვფიქრობ რომ ცოლის საქციელისთვის ქმარსაც მოეთხოვება პასუხი, მაგრამ მთელი კამპანიების მანძილზე გვერდით ედგა და ამიტომ მოეთხოვება თვითონ მასაც, ბუბასგან განსხვავებული პოლიტიკა მაინც რომ არ აწარმოოს რუსეთში დასაქმების საკითხში – რავიცი, რაღაცა რაღაცას უნდა ნიშნავდეს მგონი და თანმიმდევრულობაა რაზეც სწორდება ისტორიის ღერძი დროთა განმავლობაში.ვფიქრობ, პარტიის საკადრო პოლიტიკის კრიტიკული ანალიზის შედეგად, აღნიშნულში მეტი შესაძლებლობა მიეცემა ახალ თავმჯდომარეს – აი ამას ვფიქრობ…” – წერს მშვილდაძე.

შეგახსენებთ, ნინო ანანიაშვილი რუსეთში, ქალაქ ნოვოსიბირსკის საბალეტო დასის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დაინიშნა.

იტვირთბა....