ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისის საკრებულო „რუსთავი 2“-ს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

თბილისის საკრებულო განცხადებას ავრცელებს. თბილისის საკრებულო უარყოფს „ქართული ოცნების“ წევრის რიმა ბერაძის განცხადებას.

„გუშინ, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ის ეთერში გავიდა სიუჟეტი და მასზე დაყრდნობით, რიგმედიასაშუალებებში გავრცელდა დამახინჯებული ინფორმაცია, თითქოს თბილისის საკრებულოსწევრმა რიმა ბერაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველ ბენეფიციართათვის საკვებად დღეში1 ლარი და 18 თეთრი საკმარისია. გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს არის აბსოლუტური სიცრუე“.-ნათქვამია საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის საკრებულოში მიაჩნიათ, რომ მიზანმიმართულად მოხდა ბერაძის ნათქვამის დამახინჯება და არასწორი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტთან საუბარში, საკრებულოს დეპუტატ რიმა ბერაძის მიერ ნათქვამი ფრაზა: „ვფიქრობ, რომ ამ კუთხით ჩვენ შენიშვნები არ გაგვაჩნია“-საკვების კალორიულობასა და სერვისის მონიტორინგს ეხებოდა.

შეგახსენებთ, რომ ბერაძემ გააკეთა განცხადება, სადაც ამბობდა, რომ 1ლარი და 18 თეთრი დღეში საკვებად საკმარისიაო.

იტვირთბა....