საჩხერეში ტრაგედია მოხდა. 8 წლის გოგონა “კისტის” თოფიდან გასროლილი ტყვიით გარდაიცვალა.
ტვ “პირველის” ინფორმაციით, შემთხვევა საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა, სადაც მოზარდები და ბავშვის ბაბუა იმყოფებოდნენ.
ამ ეტაპზე რამდენიმე ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი ვერსიით, თოფიდან ტყვია გარდაცვლილის ნათესავმა, 11 წლის მოზარდმა გაისროლა.
შემთხვევის შემდეგ ბავშვი ოჯახის წევრებმა კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ის გზაში გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა.