ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იქნება, თუ იქ დამკრძალავთ” – გარდაცვლილი პოლიტიკოსის უკანასკნელი სურვილი და ცხოვრების უცნობი დეტალები

გარდაცვლილი პოლიტიკოსის, კობა დავითაშვილის ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებზე ჟურნალ „გზასთან“ მისი მეუღლის და საუბრობს.

როგორც ხათუნა ბიწაძე აღნიშნულ ჟურნალთან ინტერვიუში დასძენს, მან კობა დავითაშვილი გაცილებით ადრე გაიცნო, ვიდრე ის თავისი ოჯახის წევრი გახდებოდა.

ამასთან, პოლიტიკოსის მეუღლის და ინტერვიუში საუბრისას ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კობა ძალიან პრინციპული, უკომპრომისო, განათლებული, თბილი და პატიოსანი ადამიანი იყო.

„შეეძლო ერთი სიტყვით, ერთი გამოხედვით. დიდი სითბო ეგრძნობინებინა, პატივისცემა გამოეხატა. არასდროს დრო არ ჰქონდა, მთელი შეგნებული ცხოვრება სამშობლოსთვის იყო გადაგებული. მასთან შინ რომ მივდიოდი, თუ მხვდებოდა, ხელში ყოველთვის წიგნი ეჭირა და კითხულობდა. ყველაზე რთულ პერიოდშიც კი თითქოს, წიგნებში თავშესაფარს პოულობდა“, – აცხადებს ხათუნა ბიწაძე.

ხოლო რაც შეეხება გარდაცვლილის უკანასკნელ სურვილს, ხათუნა ბიწაძე ინტერვიუში დასძენს, რომ პოლიტიკოსი ცუდად ყოფნის ბოლო პერიოდში  ხშირად ამბობდა, რომ კვირას ტაძრის ეზოში დაეკრძალათ.

„სოფელში, სადაც მისი პაპები არიან დაკრძალულები, წმინდა გიორგის სახელობის უძველესი ტაძარია. ეს ტაძარი კობამ საკუთარი ხარჯით აღადგინა, გადახურა. ამაზე არ ლაპარაკობდა, ამ საქმით თავს არ იწონებდა, სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას არ ცდილობდა. დღეს ტაძარი მოქმედია. ცუდად რომ იყო, ამბობდა, ჩემთვის ძალიან დიდი პატივი იქნება, თუ იქ დამკრძალავენო. კვირას ტაძრის ეზოში დავკრძალეთ. ეს უკანასკნელი სურვილი ავუსრულეთ,“ – ამბობს ხათუნა ბიწაძე „გზასთან“ ინტერვიუში.

იტვირთბა....