საქართველოს პრეზედენტი, სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის საპატიო ლეგიონერის ორდენის მიღებას ულოცავს.
როგორც ზურაბიშვილი “ტვიტერზე” წერს, ივანიშვილის მეცენატობა და თბილისის ფრანგული სკოლის დაარსება სათანადოდ იქნა აღიარებული.
“გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საპატიო ლეგიონის ორდენოსანთა რიგებში. თქვენი წვლილი დემოკრატიის, ასევე, საფრანგეთ-საქართველოს შორის კავშირების განვითარებაში, თქვენი მეცენატობა და თბილისის ფრანგული სკოლის დაარსება სათანადოდ იქნა აღიარებული”. – წერს ზურაბიშვილი.
ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიანიჭა.