“სანამ ასეთ ჩვენი ერისთვის შეურაცმყოფელ და ტირანის გადასარჩენ გადაწყვეტილებას მიიღებდა, ბატონ მაკრონს ერჩივნა ეკითხა პუტინისათვის, თუ რატომ არ სრულდება 2008 წლის ხელშეკრულება, დადებული საფრანგეთის შუამავლობით, საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანასთან დაკავშირებით, რომლის შესრულებაზეც სწორედ პარიზია პასუხისმგებელი.”
“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი
აღნიშნულით შალვა ნათელაშვილი ბიძინა ივანიშვილისთვის საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოს მინიჭებას ეხმიანება.
ბიძინა ივანიშვილს საფრანგეთის უმაღლესი ჯილდო, საპატიო ლეგიონის ორდენი მიენიჭა. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მიანიჭა.