ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებთ, ინფიცირების შემთხვევების გავრცელება არის საკმაოდ აქტიური, რის გამოც დამშვიდებისა და მოდუნების საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
გაბუნიას თქმით, დღიურად ავადობის 11% უკვე მაღალი მაჩვენებელია, როცა ნორმად ითვლება 5%.
“ჩვენ მოგვიწევს, რომ დავაკვირდეთ მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციას. იმიტომ რომ 1 800 შემთხვევა იყო დღეს, 2 000 – გუშინ, ეს მიუთითებს იმაზე, რომ შემთხვევების გავრცელება არის საკმაოდ აქტიური. ჯერჯერობით არაგვაქვს არც დამშვიდების და არც მოდუნების საფუძველი. კი განახევრდა ამ შეზღუდვების ფონზე შემთხვევების რიცხვი, მაგრამ ძალიან საყურადღებოა ასევე დადებითობის მაჩვენებელი, რაც არის 11% და მეტი. დადებითობის მაჩვენებელი ნიშნავს თუ რამდენი ინფიცირებული ადამიანი ვლინდება, როდესაც ხდება გამოკვლენა კორონავირუსზე. 5%-ზე მაღალი როცაა, ეს ნიშნავს, რომ გავრცელება არის საკმაოდ ინტენსიური, შეიძლება უფრო მეტი ადამიანია ინფიცირებული ვიდრე ჩვენ ვავლენთ”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ხოლო, კითხვაზე, მოიხსნება თუ არა შეზღუდვები 15 იანვრიდან, გაბუნია პასუხობს, “უნდა დაველოდოთ და დასკვნას გავაკეთებთ 15 იანვრისთვის.”
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში, 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ 26 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში გამკაცრებული ძირითადი შეზღუდვები 16 იანვრამდეა ძალაში.