სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თვითიზოლაციაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ფაშინიანის პრესმდივანმა მანე გევორგიანმა განმარტა, თუ რატომ არ დაესწრო პრემიერ-მინისტრი ერევნის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის საკათედრო ტაძარში საშობაო ლიტურგიას.
შეგახსენებთ, ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი გაზაფხულზე დაუდასტურდა, რის გამოც მან მოსკოვში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა.