ვაქცინის 15 მილიონი დოზა მსოფლიოს 35 ქვეყანაში უკვე ჩაშვებულია და ეტაპობრივად მიმდინარეობს ვაქცინაციის კამპანია. Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მსოფლიოსთვის ჯერ კიდევ მილიარდობით დოზაა გადასანაწილებელი.
Bloomberg-ის ინფორმაციით, მსოფლიოს 9 საიმედო ვაქცინიდან 7 ლიმიტირებული რაოდენობით, რამდენიმე ათეული ქვეყნისათვის, უკვე ხელმისაწვდომია.
გამოცემის ცნობით, ვაქცინების 8,25 მილიარდი დოზა, უკვე წინასწარ დაჯავშნილია. აღნიშნული რაოდენობა, მხოლოდ მსოფლიო მოსახლეობის ნახევარს ეყოფა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ვაქცინების უმრავლესობას 2 დოზა გააჩნია, ანუ თითო ადამიანზე ორი შრატი. არსებული ინფორმაციით, ზოგიერთ ქვეყანას 2022 წლამდე ან შესაძლოა, კიდევ უფრო მეტ ხანსაც ლოდინი მოუწიოს.
იხილეთ ქვეყნები, სადაც ვაქცინაცია უკვე დაწყებულია: